Saturday, July 17, 2010

ჭულევის მონასტერი.

1.პროექტის სახელი-ჭულევის მონასტერი.

2.პროექტის მოკლე აღწერა-მდებარეობა, მონასტრის ისტორიული წარსული და ახლანდელი მდგომარეობა.

3.პროექტის სრული აღწერა-მოსწავლეები, სხვადასხვა წყაროებიდან მოძიებული მასალების შედეგად გაიგებენ, რომ მონასტერი მდებარეობს სამცხე-ჯავახეთში,მე-11-ე ს-ში ჭულევი ქართული სასულიერო კულტურის მნიშვნელოვან კერას წარმოადგენდა. 1595 წლისათვის ჭულევი უკვე გაუკაცრიელებულია.საუკუნეების მანძილზე ტაძარი იყო მიტოვებული და იძარცვებოდა მოსახლეობის მიერ. ჭულევში მე-16-ე ს-ის შემდგომ ღვთისმსახურება მხოლოდ 1999 წელს აღდგა.2009 წელს მთავარი ტაძრის არქიტექტურის რესტავრაცია და კედლის მხატრობის კონსერვაცია დასრულდა. მხატრობის საკონსერვაციო სამუშაოები ჭულევის მონასტრის მეცნიერული კვლევის ახალი ეტაპის საწყისად იქცა. ჭულევის სამონასტრო კომპლექსის მთავარი ნაგებობაა გუმბათოვანი ტაძარი, რომელიც აშენებულია წმ. გიორგის სახელზე. ჭულევის ეკლესია საფარა-ზარზმის ეკლესიათა ჯგუფს მიეკუთვნება. ამჟამად მიმდინარეობს ღვთისმშობლის სახელობის სამლოცველოს რესტავრაცია. ამჟამად მონასტერს წინამძღვრობს არქიმანდრიტი დიმიტრი (კაპანაძე).მონასტრის კრებულს შეადგენს 1 ბერ-დიაკონი, 4 ბერი და 3 მორჩილი.

4.მოსწავლეთა ასაკი-13-14 წელი.

5.ვადები,ხანგრძლივობა-ერთი კვირა.

6.პროექტის შესაძლო აქტივობები-კვლევა-ძიება,მოძიებული მასალის ერთმანეთისათვის გაცნობა, აზრთა გაზიარება,მსჯელობა,მონასტრის ძველი და ახალი სურათების შედარება,დისკუსია,ჯგუფური მუშაობა.

7.მოსალოდნელი შედეგები-მონასტრის შესახებ მეტი ინფორმაციის შეძენა, ფოტოგამოფენა, ექსკურსია,პრეზენტაცია, კვლევა-ძიება.

8.სარგგებელი სხვებისთვის-ისეთი ინფორმაციის გავრცელება ძეგლის შესახებ, რაც ნაკლებად ცნობილია.

9.სამუშაო ენა-ქართული.

10.მონაწილეები სხვა სკოლიდან-ზანავის საჯარო სკოლის რელიგიის მასწავლებელი ჭულევის მონასტრის წინამძღვარი.

11.საგნებთან კავშირი-ისტორია,გეოგრაფია,რელიგია.

12.პროექტის ფასილიტატორი-ტაბიძე თამილა.

13.ელფოსტის მისამართი-tabidzetamila.@gmail.com.